კემეროვოში სამხედრო კომისარიატის შენობას ქალმა "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა
28 ოქტომბრის საღამოს კემეროვოში მდებარე სამხედრო კომისარიატის კარებს აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლი ესროლეს. ამის შესახებ გამოცემას "თქვენს ქალაქში" სამართალდამცავი ორგანოების ანონიმურმა წყარომ აცნობა.
გამოცემა NGS42, კემეროვოს რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია, დაზიანებები არ ყოფილა. ხოლო ცეცხლის წაკიდებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
გამოცემის თანამოსაუბრე იტყობინება, რომ მოლოტოვის კოქტეილი შენობას ქალმა ესროლა. მისი მოქმედების მოტივი უცნობია.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისიდან რუსეთში გახშირდა თავდასხმები სამხედრო კომისარიატების ოფისებზე, მათ შორის ყველაზე ხშირად ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი გამოიყენება. ხოლო ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ცეცხლის წაკიდების კიდევ უფრო მეტი, ჯამში 50 შემთხვევა დაფიქსირდა.
სამხედრო კომისარიატებზე ცეცხლის წაკიდების შემთხვევების ზრდის შემდეგ, რუსეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევები ტერაქტებად ჩაითვლება და მასში დამნაშავე 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.