Jump to content
Planeta.Ge

ვიტალი კლიჩკო - კიევში საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა უკვე ჩამოვიდა


საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა უკვე კიევშია. ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ კიევის ენერგეტიკული ობიექტები უკვე დაცულია საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემებით.

“თათბირი იყო სამხედროებთან, რომელზეც მე აქცენტი გავაკეთე, რომ ენერგომომარაგების ობიექტები უნდა დავიცვათ. ამას ყურადღება მიაქციეს. სამხედროებმა დამარწმუნეს, რომ საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა უკვე ჩამოვიდა დედაქალაქში და ცა უფრო დაცული იქნება. ვიმედოვნებთ, რომ კამიკაძე-დრონით და რაკეტებით თავდასხმები და პროვოკაციები აღარ იქნება”, - განაცხადა კლიჩკომ.

კიევის მერმა ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქში ენერგომომარაგების მხრივ ვითარების დასტაბილურებას 2-3 კვირა დასჭირდება.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...