სან-ფრანცისკოში, საკუთარ სახლში თავს დაესხნენ ნენსი პელოსის ქმარს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის, ნენსი პელოსის ქმარი საავადმყოფოშია მოთავსებული მას მერე, რაც 28 ოქტომბერს, გამთენიისას, მას სან-ფრანცისკოში, საკუთარ სახლში დაესხნენ თავს.
პელოსის პრესმდივნის, დრიუ ჰემილის თქმით, თავად სპიკერი შეჭრის დროს სახლში არ იმყოფებოდა და თავდასხმის მოტივს გამოძიება ადგენს. ჰემილი დასძენს, რომ თავდამსხმელი დაკავებულია, 82 წლის პოლ პელოსის ჯანმრთელობას კი საფრთხე არ ემუქრება.
თავდასხმის ფონია 8 ნოემბერს დანიშნული შუალედური არჩევნები, რომელზეც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კონტროლის ბედი უნდა გადაწყდეს.
ნენსი პელოსი ვაშინგტონში მიმდინარე კვირაში დაბრუნდა ევროპიდან, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა. 29 ოქტომბერს პელოსი სიტყვით უნდა გამოვიდეს ვიცე-პრეზიდენტთან, კამალა ჰარისთან ერთად.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.