აშშ-მა სანქციები დააკისრა რუშდის მოკვლაზე ჯილდოს დამწესებელ ირანულ ფონდს
აშშ-მა სანქციები დააკისრა ირანულ ფონდს, რომელმაც, აშშ-ის თქმით, რამდენიმე მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა მწერალ სალმან რუშდის მოკვლის სანაცვლოდ.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოეთის ქონების კონტროლის ოფისმა (OFAC) 28 ოქტომბერს გამოაცხადა სანქციები, რომლებიც დაუწესდა ირანში განთავსებულ ფონდს "ხორდად-15". OFAC-ი ამ ფონდს ბრალს სდებს მილიონობით დოლარის ჯილდოს დაწესებაში ინდური წარმომავლობის ცნობილი ბრიტანელი-ამერიკელი ავტორის, სალმან რუშდის მოკვლისთვის.
რუშდ 12 აგვისტოს მძიმედ დაჭრა თავდამსხმელმა ნიუ-იორკის შტატში გამართულ შეხვედრაზე. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფონდი "ხორდად-15" მილიონობით დოლარს პირდება ნებისმიერ პირს, რომელიც აღასრულებს რუშდის სასიკვდილო განაჩენს. OFAC-ი აცხადებს, რომ ეს ფონდი დაკავშირებულია ირანის უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ხომეინისთან, რომელმაც რუშდის სიკვდილი 1989 წელს მიუსაჯა.
პროკურორების თქმით, ნიუ-იორკის შტატში რუშდიზე თავდამსხმელმა, ჰადი მატერმა - რომელიც დააკავეს - მწერალს რამდენჯერმე დაარტყა დანა, მას შემდეგ, რაც ღონისძიებაზე სცენაზე აიჭრა. მატერი თავს დამნაშავედ არ აღიარებს მკვლელობის მცდელობისა და თავდასხმის ბრალდებებში. დაკავების შემდეგ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, მატერი აქებდა ხამეინის და აკრიტიკებდა რუშდის - ავტორს რომანისა "სატანური ლექსები", რომელსაც მუსლიმთა ნაწილი მკრეხელურად მიიჩნევს.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.