Jump to content
Planeta.Ge

ქართული ვირტუალური კაზინოს საქმიანობას აშშ უკანონოდ მიიჩნევს


აშშ-ის ოთხი შტატის (ტეხასი, ნიუ-ჯერსი, კენტუკი და ალაბამა) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი „უკანონოდ და თაღლითურად“ მიიჩნევს საქართველოდან მოქმედ ვირტუალურ კაზინო Slotie-ის NFT საქმიანობას.

აშშ-ის მარეგულირებლები თვლიან, რომ არაჩანაცვლებადი ტოკენი (non-fungible tokens NFT), რომელსაც ვირტუალური კაზინო სთავაზობს, სინამდვილეში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდებია, რომლებიც აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევითაა გამოშვებული.

თუ Slotie ამერიკის ამ შტატებში საქმიანობას არ შეაჩერებს, კაზინოს ოპერატორებს ჯარიმა ან საპატიმრო სასჯელი ელით, რაც 2-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით იურისტებთან კონსულტაციებს გადიან და ამასთან იმედოვნებენ, რომ ყველა სირთულეს დაძლევენ.

„ჩვენი დაჟინება და ერთიანობა მნიშვნელოვანია. გმადლობთ მხარდაჭერისთვის!“ - ნათქვამია Sloties-ის Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

NFT (Non fungible token - შეუცვლელი, ჩაუნაცვლებელი ტოკენი) იგივე ჟეტონია. NFT შეიძლება გახდეს ნებისმიერი ციფრული ან ფიზიკური ობიექტის ( ვიდეოფაილი, იახტა) ჩანაწერი ბლოკჩეინში.

ბლოკჩეინი არის მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ციფრული ნივთის ყიდვისა და გაყიდვის შესახებ, იქნება ეს ერთი NFT ციფრული ტოკენი თუ ერთი Ethereum-ი. ამ მონაცემების გაყალბება ან შეცვლა წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ ეს ინფორმაცია ღიაა, ამიტომ ნებისმიერს შეუძლია გამოიყენოს იგი ციფრული ნივთის ავთენტურობის დასადასტურებლად.
დღეს ყველაზე პოპულარული NFT ციფრული ხელოვნების ნიმუშებია. ციფრული მხატვრის, Beeple-ის NFT Christie's-ის აუქციონზე 69 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...