Jump to content
Planeta.Ge

IAEA: სპეციალისტები ამ კვირაში შეამოწმებენ რუსეთის განაცხადს, თითქოს უკრაინაში "ბინძური ბომბი" მზადდება


გაეროს ბირთვული სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე კვირაში ის "დამოუკიდებლად შეამოწმებს" რუსეთის განაცხადს იმის შესახებ, თითქოს უკრაინაში "ბინძური ბომბი" მზადდება.

IAEA-ის სპეციალისტები უკრაინაში ორ ადგილას იმუშავებენ - აცხადებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი 27 ოქტომბერს. სპეციალისტების გაგზავნა თავად უკრაინამ ითხოვა წერილობით - დასძენს გროსი.

რუსეთი უკრაინას ბრალს სდებს, რომ ის ასეთი იარაღის გამოსაყენებლად ემზადება და აცხადებს, რომ იარაღი უკვე დამზადების ბოლო ფაზაშია. კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები გადაჭრით უარყოფენ ამ ბრალდებას და აცხადებენ, რომ რუსეთი ამ თემაზე შესაძლოა ალაპარაკდა იმიტომ, რომ თავად ემზადება ასეთი იარაღის გამოსაყენებლად და შემდეგ ამის უკრაინისთვის დასაბრალებლად. ეს მოსკოვს მისცემს საფუძველს გაამართლოს კონვენციური ბირთვული იარაღის გამოყენება.

"ბინძურ ბომბს" უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის გამოყენებითაც ატმოსფეროში ხვდება რადიოაქტიური ნივთიერებები.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...