Jump to content
Planeta.Ge

დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშებს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინა ანექსირებულ რეგიონებს რუსეთის ნაწილად აღიარებს


რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ  ინფრასტრუქტურაზე იერიშებს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინა ანექსირებულ რეგიონებს რუსეთის ნაწილად აღიარებს.

„ენერგოსტაბილურობამდე მისასვლელი გზა განსხვავებულია, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რუსეთის მოთხოვნების და მისი შედეგების აღიარება, რაც ჩვენს კონსტიტუციაში უკვე ასახულია. ამის შემდეგ კი ელექტროენერგიის საკითხიც მოგვარდება“, – წერს დმიტრი მედვედევი.

მედვედევის თქმით, უკრაინის მიერ სლოვაკეთში ელექტროენერგიის შეძენა ელექტრორესურსებზე ფასის ზრდას გამოიწვევს, როგორც უკრაინაში, ასევე ევროპელებისთვის.

შეგახსენებთ, უკრაინამ პირველად ელექტროენერგია სლოვაკეთიდან 27 ოქტომბერს შეიძინა. ელექტრორესურსების დეფიციტი ქვეყანაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთმა ქვეყნის ელექტრო ინფრასტრუქტრულ ობიექტებზე იერიშები განახორციელა.

 


ავტორი - თამთა რუხაძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...