Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მობილიზაციია დასრულების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა “რია ნოვოსტი” ავრცელებს

კერძოდ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს შოიგუმ მას უთხრა, რომ 300 ათასი ადამიანი უკვე მობილიზებულია, მათი საშუალო ასაკი კი 35 წელია.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, 82 ათასი მობილიზებული უკვე უკრაინაშია გაგზავნილი, ხოლო დანარჩენი 218 ათასი სამხედრო მომზადებას გადიან. უკრაინაში გაგზავნილთა ნახევარი - 41 000 - შოიგუს თქმით, უკვე მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში.

“მოქალაქეთა შეტყობინება დასრულდა. ჩვენს მიერ დასახული 300 ათასი კაცის ამოცანა შესრულებულია. არანაირი დამატებითი ამოცანები არ იგეგმება”, - თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...