Jump to content
Planeta.Ge

გია ვოლსკი - საზოგადოების დიდ ნაწილს დაავიწყდა გახარიას არსებობა პოლიტიკურ ველზე და თუ არა ასეთი „დაყროყინება", არ მგონია, რომ სხვა რამით შეუძლია ყურადღების მიქცევა


საზოგადოების დიდ ნაწილს დაავიწყდა გახარიას არსებობა პოლიტიკურ ველზე და თუ არა ასეთი „დაყროყინება", არ მგონია, რომ სხვა რამით შეუძლია ყურადღების მიქცევა, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან გიორგი გახარია განცხადებას.

ვოლსკი ასევე გამოეხმაურა გახარიას განცხადებაზე "ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ დიმიტრი სამხარაძის შეფასებას, რომელმაც გიორგი გახარია ვირთხა უწოდა და აღნიშნა, რომ ვირთხა გარკვეული თვისებებით ხასიათდება.

მისივე თქმით, ყოფილი პრემიერი რომ განცხადებას აკეთებს, ეს ინფორმაციის მიწოდებაა მთელი მსოფლიოსთვის და საზოგადოებისთვის, თუმცა, ამის საფუძველი რომ არ არსებობს და საქციელიც რომ „უგვანოა", ამაზე გააკეთეს "ქართული ოცნების" წევრებმა კომენტარები.

„მან განცხადება გააკეთა კორუფციის, ივანიშვილის ოლიგარქობის თაობაზე და მე არ ვფიქრობ, რომ ის როგორც პოლიტიკოსი და თუნდაც, როგორც პიროვნება საუკეთესო მხარით წარმოდგა საზოგადოების წინაშე. მან ვრცელი გზა გაიარა, ბიზნესომბუდსმენობიდან პრემიერ- მინისტრობამდე და არ მგონია, ადამიანს, ვისაც გარკვეული ურთიერთობა გააჩნდა თუნდაც, პირადად ბიძინა ივანიშვილთან, მის გუნდთან, რაიმე რეალური ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დარღვევები და გადაცდომები არსებობდა, არ შეიძლება რაიმე სხვა საფუძველი ჰქონდეს ამ განცხადებისთვის, თუ არა პოლიტიკური მიზანი და სპეკულაცია,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, ყოფილი პრემიერ - მინისტრის, პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარია განცხადებით, დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია.

„ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სპობს დემოკრატიას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!“- წერს „ტვიტერზე“ გიორგი გახარია.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...