ანა ბუჩუკური - როცა გახარიას თანამდებობა ეკავა, ივანიშვილს ფორმალური თანამდებობა ჰქონდა - პრემიერად გახარიას წარდგენის დოკუმენტს სწორედ ივანიშვილმა მოაწერა ხელი
გიორგი გახარიას “ტვიტმა“ დიდი შეშფოთება და ფორიაქი გამოიწვია როგორც სახელისუფლო, ასევე ოპოზიციურ პარტიებში - ჰქონიათ მათ საერთო, ისინი ყოველთვის ერთიანდებიან, როდესაც გიორგი გახარია ელანდებათ ხოლმე! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია “საქართველოსთვის“ დუპუტატმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა.
კითხვაზე, ახლა რატომ აღმოაჩინა გახარიამ რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, ბუჩუკურმა განმარტა, რომ მაშინ როდესაც გიორგი გახარიას ოფიციალური თანამდებობა ეკავა, ბიძინა ივანიშვილს ფორმალური თანამდებობა ჰქონდა და პრემიერ-მინისტრად გახარიას წარდგენის დოკუმენტს სწორედ ივანიშვილმა მოაწერა ხელი.
მისივე თქმით, ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, როცა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიტიკას ტოვებდა, თუმცა შემდგომში არაერთხელ დადასტურდა, რომ არსად არ წასულა.
“გიორგი გახარია “ტვიტით“ ენტონი ბლინკენის განცხადებას გამოეხაურა. ის რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფცია და ოლიგარქია მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ეს მხოლოდ ჩვენი გუნდის აღმოჩენა არ არის. ამაზე საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტში დასახელებულია ოლიგარქად და არც ეს არის ჩვენი გუნდის აღმოჩენა.
არაფორმალური მმართველობის პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, როცა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიტიკას ტოვებდა, თუმცა შემდგომში არაერთხელ დადასტურდა, რომ არსად არ წასულა. ამის პირველი დადასტურება სწორედ ჩვენს გუნდს უკავშირდება - მან თქვა რომ პოლიტიკიდან მიდიოდა, თუმცა გახარიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, საკუთარი პოლიტიკური პოზიცია წერილობით გამოხატა და ამით მთელ “ქართულ ოცნებას“ მწვანე აუნთო. “ქართულმა ოცნების“ ლიდერშიფმა გახარიას წინააღმდეგ ცეცხლის გახსნა სწორედ ამის შემდეგ გაბედა. ამის შემდეგ არაერთი გამოვლინება ვნახეთ, მათ შორის როდესაც “ქართული ოცნების“ მთელი ლიდერშიფი გამოდის და ივანიშვილის ფულისა და კეთილდღეობის დასაცავად სახელმწიფო აპარატს იყენებს. ვნახეთ თავდასხმები აშშ-ი ელჩის წინააღმდეგ, ვნახეთ როგორ მონაწილეობს სახელმწიფო შვეიცარიაში კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარე დავაში - ნეტავ, გაბედოს “ქართულმა ოცნებამ“ და გიორგი გახარიას ან ჩვენი გუნდის ნებისმიერ წევრს დებატებში დაუჯდეს, მაგრამ მათ ამის გამბედაობა არ გააჩნიათ“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კორუფცია და ოლიგარქია დემოკრატიის უდიდესი მტერია და საქართველოში ორივე უნდა დამარცხდეს.
“ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სპობს დემოკრატიას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!“- დაწერა “ტვიტერზე“ გიორგი გახარიამ, რითაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის “ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ვლადიმირ პლახოტნიუკს, ილან შორს და 19 სხვა ფიზიკურ პირს და ორგანიზაციას, რომლებიც დაკავშირებული არიან სისტემურ კორუფციასთან და კრემლთან დაკავშირებულ არჩევნებში ჩარევასთან მოლდოვაში. შეერთებული შტატები გააგრძელებს მოლდოვის დემოკრატიის მხარდაჭერას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას“.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.