Jump to content
Planeta.Ge

უკრაინა: ინტენსიური შეტაკებების ფონზე, მოსკოვი ხერსონში დამატებით ძალებს გზავნის


უკრაინის არმიის განცხადებით, რუსეთი დამატებით ძალებს გზავნის მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, იმ ფონზე, როცა ორივე მხარე ემზადება, შესაძლოა, გადამწყვეტი ბრძოლისთვის უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონისთვის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ მოსკოვმა ახლახან მობილიზებული 1000-მდე სამხედრო გაგზავნა, რათა შეივსოს დანაკლისი, რომელიც გააჩინა ხერსონის რეგიონში უკრაინის კონტრშეტევით გამოწვეულმა დანაკარგებმა.

"იმისთვის, რომ სამხედროებში პანიკა აირიდოს თავიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მთავარსარდლობა ყველა საშუალებით ცდილობს, დამალოს სამხედროებს შორის რეალური დანაკარგები... მტრის გუნდი 1000-მდე მობილიზებული სამხედროთი ძლიერდება დროებით ოკუპირებული ხერსონის რეგიონის მარჯვენა ნაპირზე", - წერს გენერალური შტაბი გავრცელებულ განცხადებაში.

ვრცელდება ცნობები, რომ ქალაქ ხერსონიდან გრძელდება სამოქალაქო მოსახლეობის გაყვანა.

უკრაინა კონტრშეტევას აწარმოებს, რათა დაიბრუნოს ხერსონის რეგიონი და მისი დედაქალაქი ხერსონი, რომელიც რუსეთის ძალებმა ომის პირველ დღეებში დაიკავეს.


რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...