Jump to content
Planeta.Ge

ვატო სურგულაძე - რესპუბლიკური საავადმყოფოდან უნდა დაიწყონ შიდა ინფექციების კონტროლი, რომელიც პირველ რიგში არის დასახური - ისეთი დიდი კლინიკის დახურვა, როგორიც იაშვილია, კატასტროფაა!


ახლა, ამ პერიოდში კლინიკების დახურვა არ შეიძლება! - ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა ვატო სურგულაძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რითაც კლინიკებში შიდა ინფექციების კონტროლზე ისაუბრა.

სურგულაძის თქმით, მაშინ, როდესაც სეზონური ვირუსების პერიოდი იწყება, ისეთი დიდი კლინიკის დახურვა, როგორიც იაშვილია, კატასტროფაა.

როგორც ის აღნიშნავს, შიდა ინფექციების პრობლემა ბევრ კლინიკაშია, მათ შორის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

"რესპუბლიკური საავადმყოფოდან უნდა დაიწყონ შიდა ინფექციების კონტროლი, რომელიც პირველ რიგში არის დასახური. ბევრ კლინიკაშია ეს პრობლემა. იმ მომენტში, როდესაც სეზონური ვირუსების პერიოდი იწყება, ამ შემთხვევაში ისეთი დიდი კლინიკის დახურვა, როგორიც იაშვილია, კატასტროფაა!

ჩვენი ვითომ ჯანდაცვის სამინისტრო საერთოდ არ არის აზრზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს. ამას ის მოჰყვება, რომ ადგილები არ იქნება, გადაჭედილი იქნება სხვა კლინიკები. არც ისე ბევრია ბავშვთა საავადმყოფო და მივიღებთ რეალურ, სერიოზულ კრიზისს. შეიძლება არის დარღვევები, იმ დარღვევების გამოსწორება შესაძლებელია ეტაპობრივად, ისე რომ კლინიკა არ დაიხუროს. შიდა ინფექციები მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, მთელ მსოფლიოშია. გასაგებია, რომ გამოსასწორებელია, თუ გამოსწორებაზეა საუბარი, მითუმეტს, ინფექციურ საავადმყოფოებზე, ეს დაგვეწყო ზაფხულში, როდესაც ინფექციური დაავადებების ცირკულაცია როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული პიკზე არ არის. ახლა, ამ პერიოდში კლინიკების დახურვა არ შეიძლება. მივცეთ შენიშვნები და გამოსწორება დაიწყოს ეტაპობრივად. იაშვილიც ეტაპობრივად დაგვეხურა და არა მთლიანად. ეს დანაშაულია. ეს არასახელმწიფოებრივი აზროვნებაა. ყველა საავადმყოფოშია ეს პრობლემა, ნახონ რესპუბლიკურში რა ხდება. ხომ უნდა გამიჯნო როდის რას აკეთებ?! სახელმწიფოებრივი აზროვნება არის 0! “-აღნიშნავს ვატო სურგულაძე.

ცნობისთვის, იაშვილის კლინიკაში ინფექციის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით ხარვეზები გამოვლინდა. აღნიშნულის გამო, კლინიკამ სტაციონარში პაციენტების მიღება დროებით შეაჩერა.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...