Jump to content
Planeta.Ge

ექიმის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც სასტუმროში ხელყუმბარა ააფეთქა, კრიტიკულ მდგომარეობაშია


ღუდუშაურის კლინიკის ექიმის, გიორგი ბერიაშვილის განცხადებით, მამაკაცი, რომელმაც თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში“, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, ხელყუმბარა ააფეთქა, კრიტიკულ მდგომარეობაშია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს კლინიკაში მიყვანისას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ოპერაცია ჩაუტარდა.

„პაციენტი შემოიყვანეს წუხელ, ღამის 02:00 საათზე. აფეთქების შედეგად აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები ქვედა კიდურებზე, გულმკერდზე, თავზე, მდგომარეობა არის კრიტიკული. ღამის განმავლობაში ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა, ამჟამად მდგომარეობა არის კრიტიკული, იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში და მიმდინარეობს მკურნალობა. პაციენტი შემოსვლისას მძიმე მდგომარეობაში იყო, კომა იყო გამოხატული, ამიტომ თვითონ ჩივილები ვერ გადმოსცა, რა მოხდა“, - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში”, მამაკაცმა სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, თავის აფეთქება სცადა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ამ დროისთვის სასტუმრო დალუქულია. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა სასტუმროს ნომერი დაიქირავა, სადაც, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ააფეთქა. როგორც “ინტერპრენსიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...