ჯონ კირბის განცხადებით, აშშ უპასუხებს, თუ რუსეთი კომერციულ სატელიტებს დაარტყამს
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ პასუხს გასცემს ნებისმიერ ამერიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, მათ შორის სატელიტებზეც. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
მან არ დააკონკრეტა როგორი იქნება შეერთებული შტატების პასუხი, მაგრამ აღნიშნა, რომ რუსეთი, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, ცდილობს ანტისატელიტური ტექნოლოგიების დაუფლებას.
ცნობისთვის, აქამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, კონსტანტინ ვორონცოვმა აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია დასავლური კომერციული სატელიტები კანონიერ სამიზნედ განიხილოს, თუ ისინი ომში უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებიან.
მან ასევე “სახიფათო ტენდენცია” დაარქვა აშშ-ისა და სხვა დასავლური სახელმწიფოების მიერ კოსმოსში “სამოქალაქო ინფრასტრუქტურის კომპონენტების” გამოყენებას.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.