Jump to content
Planeta.Ge

პარტია „გახარია საქართველოსთვის” ვიზიტი დიდ ბრიტანეთში - ვიზიტის მიზანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის გაძლიერება


პარტიის „გახარია საქართველოსთვის” ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში დაიწყო.
შეხვედრა უკვე შედგა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრ, სტივენ დოუთისთან.
ასევე, დიდი ბრიტანეთის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან - თემთა და ლორდთა პალატაში, კერძოდ, ლორდებთან დონ ტუიგი და ჯორჯ ფოლკი, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის (Georgia APPG) წევრ დეპუტატებთან - მარკ პრიჩარდთან, ლორდ ბეითთან და ლორდ ტევერსონთან.

ვიზიტის მიზანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის გაძლიერება და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დაცვა.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, პოლიტიკურ პატიმრებს, თავისუფალი მედიის შეზღუდვებს, ასევე ხაზი გაესვა დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად.

ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...