დიმიტრი ცქიტიშვილი ნიკა მელიაზე - მხოლოდ პოლიტიკური მიზეზის გამო არის დაპატიმრებული - შეიძლება აღარც აწყობს “ქართულ ოცნებას” ოპონენტი ციხეში, მაგრამ ჩიხში შევიდა და იძულებულია
მე არ შემიძლია, პატიმრის მიმართ არ მქონდეს გულწრფელი სოლიდარობის განცდა, მითუმეტეს პოლიტიკოსის, რომელიც, ამ შემთხვევაში, მხოლოდ პოლიტიკური მიზეზის გამო არის დაპატიმრებული და არაფერი სხვა. ეს აქცევს მათ პოლიტიკურ პატიმრებად, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ცქიტიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კითხვაზე, რამდენად აწყობს “ქართულ ოცნებას” პოლიტიკური ოპონენტები ციხეში, ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ წესით არც აწყობს, მაგრამ იძულებულია, რადგან თავისივე ქმედებების ტყვეობაში მოექცა.
“შეიძლება აღარც აწყობს (“ქართულ ოცნებას” პოლიტიკური ოპონენტი ციხეში), მაგრამ თავისივე მდგომარეობით ჩიხში შევიდა. ჯერ ზურაბ ჯაფარიძე, ახლა ნიკა მელია… მე მესმის, რომ ცდილობენ, ხელისუფლება კუთხეში მიამწყვდიონ და იძულებული გახადონ, კიდევ უფრო რეპრესიული გახდეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არ ვიცი, რამდენად საჭიროა ასეთი მსხვერპლის გაღება, რამდენად იმსახურებს ეს ხელისუფლება ასეთ მსხვერპლს.
მე არ შემიძლია, პატიმრის მიმართ არ მქონდეს გულწრფელი სოლიდარობის განცდა, მითუმეტეს, პოლიტიკოსის მიმართ, რომელიც, ამ შემთხვევაში, მხოლოდ პოლიტიკური მიზეზის გამო არის დაპატიმრებული და არაფერი სხვა. ეს აქცევს მათ პოლიტიკურ პატიმრებად. წესით არაფერში არ აწყობს, მაგრამ ბევრ რამეს აკეთებს დღეს “ქართული ოცნება” ისეთს, რომელიც არ აწყობს, მაგრამ უკვე იძულებულია იმიტომ, რომ თავისი ქმედებების ტყვეობაში მოექცა. არ დაიჭერს - სისუსტეს აჩვენებს, დაიჭერს და - კიდევ უფრო ნაბიჯს დგამს ავტორიტარიზმისკენ.
თუმცა, კიდევ ერთხელ, რამდენად საჭიროა ასეთი მსხვერპლი, რამდენად იმსახურებს ეს რეჟიმი ასეთ მსხვერპლს, რამდენად საჭიროა, რომ ახლა პოლიტიკოსები ციხეში იყვნენ და არ იყვნენ სხვა პოლიტიკურ ველზე, აქ, ალბათ, ცოტა დავსვამდი კითხვებს”, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.