Jump to content
Planeta.Ge

პაველ ჰერჩინსკი - დეზინფორმაცია და პროპაგანდა არის საწამლავი, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება


დეზინფორმაცია და პროპაგანდა არის საწამლავი, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება და, სამწუხაროდ, საქართველო არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ვებრძვით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომელიც მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ კონფერენციის დაესწრო.

„მოხარული ვარ, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა, რომელიც მედია წიგნიერებას შეეხება. მოხარული ვარ, რომ ღონისძიების მხარდამჭერი არის ევროკავშირი. დეზინფორმაცია და პროპაგანდა არის საწამლავი, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება და, სამწუხაროდ, საქართველო არ არის ერთადერთი ადგილი, დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ვებრძვით. მედია წიგნიერება საუკეთესო პასუხია პროპაგანდის გამოწვევის მიმართ. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში მედია წიგნიერებას და მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ამ ღონისძიებაში“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...