Jump to content
Planeta.Ge

გიორგი ვაშაძე - 3 პოლიტიკური ძალა საერთო სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით - ეს არ ნიშნავს ერთ პარტიად ჩამოყალიბებას, ეს ნიშნავს სამშობლოს გადასარჩენად საერთო სამოქმედო გეგმას


არანაირ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ ვაპირებთ, საერთო სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით სამი პოლიტიკური ძალა - იმედია, ეს წრე გაფართოვდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მისი პარტიის, ასევე „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და ელენე ხოშტარიას "დროას" გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პროევროპელთა ერთობა მნიშვნელოვანია და კარი ღიაა ყველა პროევროპელისთვის.

„პროევროპელთა დიდ ერთობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ მიტაცებული სახელმწიფო დავუბრუნოთ პროევროპელ ქართველ ხალხს, ამისთვის ნაბიჯებს ვდგამთ, მეტი ადამიანი და მეტი პარტია ერთვება. სამი პოლიტიკური ძალა, არანაირ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ ვაპირებთ, საერთო სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ეს წრე გაფართოვდება, არაპარტიული ადამიანებიც შემოვლენ, რადგან ეს არის გზა ქართველი ხალხის გამარჯვებისკენ. ვიწროპარტიული ინტერესები უნდა გადაიდოს, რადგან დღეს სხვა ვითარებაა - ან რუსეთი ან ევროპა. რუსეთისკენ ვინც მიდის ძალაუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ.

ამ სამ პოლიტიკურ ძალას აქვს ყველაზე მეტი სინერგიული და საერთო სამოქმედო გეგმა. ეს არ ნიშნავს ერთ პარტიად ჩამოყალიბებას, ეს ნიშნავს სამშობლოს გადასარჩენად საერთო სამოქმედო გეგმას. ეს არის სიღრმისეული მუშაობა ქვეყნის შიგნით და გარეთ. ჩვენი ამოცანაა ყველა პროევროპელი დავდგეთ ერთად, პრორუსები კი, რომლებიც უმცირესობაში არიან, რეალურ უმცირესობაში გადავიყვანოთ.

ჩვენთვის ამ პლატფორმაზე თუ რაც გინდათ დავარქვათ, ყველა პროევროპელისთვის, როგორც პარტიისთვის, უპარტიოებისთვის, ასევე სხვა ტიპის ორგანიზაციისთვის კარი ღიაა“, - განაცხადა ვაშაძემ.
ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...