Jump to content
Planeta.Ge

სოფო ხორგუანი - საგამოძიებო კომისია ფარსია, რომელსაც ქვეყნისა და ხალხისთვის არანაირი სარგებლის მიღება არ შეუძლია


სიმართლე გითხრათ, ჩემი ზრდილობა არ მაძლევს საშუალებას იმ სიტყვებით შევაფასო საგამოძიებო კომისიაში მყოფი ადამიანები, როგორც სინამდვილეში ვფიქრობ. კომისიის ბოლო სამიზნე გიორგი გახარია და მისი პარტიაა. დაბარებაზე თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა სოფო ხორგუანმა, “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე” საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გიორგი გახარიას დაბარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პარლამენტში შექმნილი კომისია სრულად ფარსია, რომელსაც ქვეყნისთვისა და ხალხისთვის არანაირი სარგებლის მიღება არ შეუძლია.

„ეს კომისია აბსოლუტურად ფარსი და მდარე ხარისხის სანახაობაა, რომლის შემოთავაზებაღა შეუძლია ე.წ. ხელისუფლებას. რა უნდა იყოს ამ კომისიის შედეგი და ექნება თუ არა ამ შედეგს ქვეყნისთვისა და ხალხისთვის სარგებელი? - არა! ეს კომისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესწავლისთვის შეიქმნა და ამ კომისიის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები არიან. საქმეებს, რომლებსაც ისინი იხილავენ, ამ საქმეების ფიგურანტები და მაშინდელი ძალადობრივი სისტემის ჭანჭიკები, დღესაც დაწინაურებული ჰყავს „ქართულ ოცნებას“. დღეს მიმდინარეობს, როინ შავაძის საქმის განხილვა და ის პოლიციელი რესან კონცელიძე, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა, მის ოჯახის წევრებზე ძალადობაშია მხილებული, რომ ოჯახს საქმის გამოძიება არ მოეთხოვა, აჭარის რეგიონიდან „ოცნების“ დეპუტატი იყო.

სიმართლე გითხრათ, მე, რასაც მათზე [კომისიის წევრებზე] ვფიქრობ - ჩემი აღზრდა, ზრდილობა და ასაკი არ მაძლევს საშუალებას იმ სიტყვებით შევაფასო ის ადამიანები, როგორც სინამდვილეში ვფიქრობ.

კომისიის ბოლო სამიზნე გიორგი გახარია და მისი პარტიაა. განსაკუთრებული მტრობა აქვთ ჩვენს მიმართ და განსაკუთრებულად გვერჩიან. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მყარად ყოფნას, ვინც საფრთხე შეუქმნა პერსონალურად გიორგი გახარიაა. ასევე ჩვენ კომისიის შექმნის შემდეგ გავაკეთეთ განცხადებაც, სადაც ვთქვით, რომ თუ დაგვიბარებენ ჩვენ, თითოეული ჩვენგანი გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მივიღებთ . სხვებმა თუ გადაწყვიტეს, რომ არ მისულიყვნენ - ეს მათი გადაწყვეტილებაა, ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებას მივიღებთ“,- განაცხადა სოფო ხორგუანმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...