Jump to content
Planeta.Ge

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა


კათოლიკური ეკლესიის ლიდერი, პაპი ფრანცისკე, გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ვატიკანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით გაცნობებთ ჩვენი წმინდა მამის, ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ“, - განაცხადა კარდინალმა კევინ ფარელმა მიმართვაში.

პაპი ფრანცისკე 88 წლის იყო. ის კათოლიკურ ეკლესიას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ბოლო წლებში პაპს ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა ჰქონდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. მან ცოტა ხნის წინ ორმხრივი პნევმონიის მძიმე შეტევა გადაიტანა.

იპნ

წყარო: https://www.reuters.com/world/pope-francis-has-died-vatican-says-video-statement-2025-04-21/

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...