„გახარია საქართველოსთვის“ - ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად
ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.
პარტიის განცხადებითვე, კონკრეტული მიზნების მისაღწევად, პირველივე დღიდან მონაწილეობენ კოორდინაციის ფორმატში და თანამშრომლობას ახლაც აგრძელებენ.
„ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. მათ შორის, პირველ რიგში, სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გზით, ქვეყნის ევროპული მომავლის აღსადგენად.
ამ მიზნების მისაღწევად, პირველივე დღიდან ვმონაწილეობთ კოორდინაციის ფორმატში და ვაგრძელებთ თანამშრომლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.