გიორგი გახარია - მეგობრებო, თქვენ, ამ 20 ივნისის ამნისტიას მიეცით ხმა, რომლის კატეგორიული წინააღმდეგიც მე ვიყავი!
მეგობრებო, თქვენ, ამ ოცი ივნისის ამნისტიას მიეცით ხმა, რომლის კატეგორიული წინააღმდეგიც მე ვიყავი! - შესაბამისად, არარელევანტურია ჩემ მიმართ კითხვა იმასთან დაკავშირებით, მივესალმები გამოძიებას და სიმართლის დადგენას თუ არა,- ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.
გახარიას თქმით, „არსებობდა ცალკეული გადაცდომები, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობდა“.
„არ ვიცი, საიდან გაქვთ ინფორმაცია იმ ტრაგიკული შემთხვევის, რომელიც დაასახელეთ, სად მოხდა და როგორ მოხდა, არ ვიცი, მაგრამ ნუ.. გაქვთ და გაქვთ.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იყო ცალკეული გადაცდომები, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიებები და ზოგიერთ შემთხვევაში დადგა შედეგი.
მე აღარ მივცემ ჩემს თავს უფლებას, კომისიას კითხვა დავუსვა, მაგრამ რომ გავახსენო, მივცემ ამის უფლებას ჩემს თავს: მეგობრებო, თქვენ, ამ ოცი ივნისის ამნისტიას მიეცით ხმა, რომლის კატეგორიული წინააღმდეგიც მე ვიყავი! ახლა, როდესაც თქვენ მე კითხვას მისვამთ, დაეთანხმებით ახალ გამოძიებას? ან გამოძიების დასრულებას? თქვენ, ადამიანებმა, რომლებმაც ამნისტია გამოუცხადეს... მე არ ვიცი, თქვენ მაშინ ვის იცავდით, მაგრამ თქვენ ამ დანაშაულთან და ამ ღამის მოვლენებთან მიმართებით ამნისტია გამოაცხადეთ. შესაბამისად, არარელევანტურია ჩემ მიმართ კითხვა იმასთან დაკავშირებით, მივესალმები გამოძიებას და სიმართლის დადგენას თუ არა“, - განაცხადა გახარიამ.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.