14 აპრილს, 12:00 საათზე, "საქართველოსთვის" ოფისში, პარტიის თავმჯდომარის, ექსპრემიერ გიორგი გახარიას ბრიფინგი გაიმართება
14 აპრილს, 12:00 საათზე, "საქართველოსთვის" ოფისში, პარტიის თავმჯდომარის, ექსპრემიერ გიორგი გახარიას ბრიფინგი გაიმართება.
იმავე დღეს, ზუსტად 12:00 საათზე გახარიას "ქართული ოცნების" პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ელოდებიან.
კომისიაზე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობის შესასწავლად შეიქმნა, გიორგი გახარია 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს. იმ დროს გახარია "ქართული ოცნების" მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
კომისიის შექმნიდან რამდენიმე კვირაში მისი მანდატი გაფართოვდა და გადაწყდა, რომ ის 2012 წლის შემდგომ მოვლენებსაც შეისწავლის. გახარია პირველი ადამიანია, რომელიც "ქართული `ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მომხდარი ამბის შესახებ გამოსაკითხად დაიბარეს.
ნეტგაზეთი
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.