სი ძინპინი აცხადებს, რომ მზადაა, შეერთებულ შტატებთან ორმხრივი სარგებლის მიზნით იმუშაოს
ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი მზადაა შეერთებულ შტატებთან იმუშაოს, რათა გამონახოს გზები ორმხრივი სარგებლის მიზნით თანამშრომლობისთვის.
მისი მტკიცებით, ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიერონ კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რათა ხელი შეუწყონ მსოფლიოს სტაბილურობას.
Reuters-ი წერს, რომ ორ ქვეყანას რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ტაივანის მიმართ ჩინეთის პოლიტიკასთან და ჩინეთის რუსეთთან ურთიერთობებთან, უთანხმოება აქვთ.
რამდენიმე კვირის წინ პეკინი აღაშფოთა ამერიკელი კანონმდებლების ტაივანში ვიზიტებმა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აგზავნის "საშიშ სიგნალებს დემოკრატიულად მართულ კუნძულზე“, რომელსაც ჩინეთი თავის საკუთრებად მიიჩნევს.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.