ანა ბუჩუკური - ნარკომანია მწვავე პრობლემაა, მაგრამ რატომ ხორციელდება რეფორმა ახლა, მიზეზები მომავალში გამოჩნდება - როცა ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება იწვევს კითხვას: „რა დგას ამის უკან?“
ჩვენს ქვეყანაში ნარკომანია სერიოზული და მწვავე პრობლემაა, მაგრამ თუ რატომ ახლა, ამის მიზეზები, ახლო მომავალში გამოჩნდება. ნარკოპოლიტიკის გამკაცრება ე.წ. ხელისუფლების მრავალწლიანი უმოქმედობის ბრალია, მაგრამ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას თან შესაბამისი რეაბილიტაციის პროგრამების შექმნაც უნდა ახლდეს, - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ბუჩუკურმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ანტინარკოტიკული რეფორმის შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა.
ანა ბუჩუკურის შეფასებით, მაშინ, როდესაც ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოებას კითხვის ნიშნები და ცუდი მოლოდინები მუდმივად ექნება.
„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ე.წ. ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, აქ იმასაც ვგულისხმობთ, რომ ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება, ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რომ - „აბა ახლა რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან?“ ასე იქნება ნებისმიერ საკითხთან მიმართებით, ეს კი იმ პოლიტიკისა და ნაბიჯების დამსახურებაა, რომელსაც ე.წ. ხელისუფლება, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში დგმას. აქამდე მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება ნებისმიერ ფასად ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურებოდა. ამიტომ სულ რომ კეთილი მიზნები ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ ნარკოპოლიტიკასთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოებას ცუდის მოლოდინი მაინც ექნება, ეს კი სწორედ მაშინ ხდება, როდესაც ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა და როგორც აღნიშნა, „სწორედ ამ უწყვეტი აქციების დამსახურებაა, რომ „ქართულ ოცნებას“ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს“.
„საზოგადოების ქუჩაში დგომას თავისი შედეგები უკვე მოჰყვა - „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. ეს კი იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც 100 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირზე დგანან და ნაწილი მათგანი კი უკანონო პატიმრობაშია.
ამ ქუჩაში დგომას თავისი შედეგები უკვე აქვს, ის რომ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც 100 დღეზე მეტია რუსთაველზე დგანან და ნაწილი მათგანი უკანონოდ არის დაკავებული. ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტიც სწორედ აქციებზე დაკავებული, უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხია, ამ მიმართულებით კი სერიოზულად ვმუშაობთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
ჩვენი გუნდის წევრები რუსთაველის გამზირზე ყოველ დღე დგანან, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ აქციების ძლიერი მხარე სწორედ ის არის, რომ მიმდინარე პროტესტს ე.წ. „პოლიტიკური თავი“ არ აქვს“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ასევე ანა ბუჩუკურმა თვითმმართველობის არჩევნებსა და ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების ჩართულობაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ განზრახ „შემოაგდო“, რომ ოპოზიციურ სპექტრში დავა და სიხისტის გამოვლინება დაიწყოს.
„ადგილობრივ არჩევნებამდე დიდი დროა, ეს საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ განზრახ შემოაგდო. ახლა ამ საკითხზე საუბარი ძალიან ადრეა და „ქართული ოცნების“ ინტერესშია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში დავა და სიხისტის გამოვლინება დაიწყოს.
რაც შეეხება თვითონ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას, ჩვენი გუნდის პოზიცია ერთი სიის ქვეშ ოპოზიტური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით უარყოფითია. სწორედ ეს უნდა ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ოპოზიციური პარტიებს შორის კოორდინაცია საჭიროა. საჭიროა კოორდინაცია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ამ საკითხის გარშემო ყველა პარტია ერთიანები ვართ“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.