ევროკავშირის ელჩი - უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა ძალიან პროფესიონალური და დამოუკიდებელი იყოს
ევროკავშირი ცდილობს დაეხმაროს საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელებაში. სასამართლო სისტემის რეფორმა არის ერთ-ერთი 12 რეკომენდაციას შორის. ამიტომ ჩვენ ამ პროცესს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო სისტემა საქართველოში პროფესიონალური და დამოუკიდებელი უნდა იყოს.
„უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა ძალიან პროფესიონალური და დამოუკიდებელი იყოს “, - აღნიშნა ელჩმა.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.