აქტივისტი თემურ ქათამაძე კლინიკიდან გაწერეს და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში დააბრუნეს
აქტივისტი თემურ ქათამაძე კლინიკიდან გაწერეს და შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში დააბრუნეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და კვლევის შედგები დამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ შესაძლებლად ჩაითვალა მისი სტაციონარიდან გაწერა და შესაბამისად, 6 მარტს გაეწერა.
ამასთან, როგორც ის აცხადებს, პაციენტი არ ემორჩილებოდა ექიმების რეკომენდაციებს, „არღვევდა კლინიკის შინაგანაწესს და ყველა ეთიკურ ნორმას“.
„პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ასევე ლაბორატორიული კვლევების შედეგებიც იყო დამაკმაყოფილებელი. პაციენტმა, როგორც კი შეწყვიტა შიმშილობა, ჩვენ დავიწყეთ კვების აღდგენითი თერაპია არსებული საერთაშორისო გაიდლაინის შესაბამისად. თუმცა პაციენტი ნაკლებად ემორჩილებოდა ჩვენს რეკომენდაციებს, არ ითვალისწინებდა ჩვენს მიწოდებულ კვების აღდგენის კურსს, ჰქონდა პრეტენზია, მოითხოვდა განსხვავებულ საკვებს, მისთვის სასურველ საკვებს. გარდა ამისა, არღვევდა კლინიკის შინაგანაწესს და ყველა ეთიკურ ნორმას. ნორმებში იგულისხმება ქცევის წესები, ექიმთან ურთიერთობა და ა.შ.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. კვლევის შედგები იყო დამაკმაყოფილებელი, ამიტომ შესაძლებლად ჩაითვალა მისი სტაციონარიდან გაწერა, დაბრუნება შესაბამის დაწესებულებაში და მიეცა შესაბამისი რეკომენდაცია კვების გაგრძელების შესახებ“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
აქტივისტი თემურ ქათამაძე კლინიკა „ვივამედში“ 5 მარტს, შიმშილობის 48-ე დღეს გადაიყვანეს, სადაც შიმშილობა შეწყვიტა.
ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.