მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მანქანა ამოიყვანეს - დაღუპულია ერთი ადამიანი
თბილისში, მტკვარში გადავარდნილი მანქანა მაშველებმა ამოიყვანეს. „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ დაღუპულია ერთი ადამიანი. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ინფორმაცია მტკვარში მანქანის გადავარდნასთან დაკავშირებით დღეს, შუადღის 2 საათისთვის გავრცელდა – ავტომობილმა მეტეხის ხიდთან არსებული ჯებირი გაანგრია და წყალში გადავარდა.
სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.