Jump to content
Planeta.Ge

ზელენსკის თვითმფრინავი ლონდონში დაჯდა – მედია


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი ლონდონში დაჯდა. ამის შესახებ ცნობას ბრიტანული მედია ავრცელებს.

ზელენსკი ორშაბათს, 2 მარტს მონაწილეობას მიიღებს სამიტში, რომელიც უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას შეეხება და რომლის ორგანიზატორიც გაერთიანებული სამეფოს პრემიერი კირ სტარმერია.

სტარმერმა ზელენსკის თეთრ სახლში კამათის შემდეგ დაურეკა და უთხრა, რომ ის მას ლონდონში ელოდებოდა სამიტზე. სამიტს სხვა ევროპული ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან.

თეთრ სახლში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა და დიალოგი მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ტრამპმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოავლინა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა დღეს თეთრ სახლში. ბევრ რამეს გაიგებ ასეთ შეხვედრაზე ისეთს, რასაც ვერასდროს მიხვდები საუბრის გარეშე ასეთ წნეხსა და დაძაბულობაში. შესანიშნავია, რომ ემოციებით ბევრ რამეს ავლენს. მე მივხვდი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ ამერიკა ჩაერთვება საქმეში, რადგან მას ჰგონია, რომ ჩვენი ჩართულობა დიდ უპირატესობას აძლევს მოლაპარაკებებში. მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. მან უპატივცემულობა გამოავლინა შეერთებული შტატებისადმი ჩვენთვის ძვირფას ოვალურ კაბინეტში. შეუძლია მაშინ დაბრუნდეს, როცა მშვიდობისთვის იქნება მზად“, — განაცხადა ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

რამდენიმე დღით ადრე ტრამპმა ზელენსკი დიქტატორად მოიხსენია. მერე კი, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, აღნიშნა, რომ არ სჯერა, უკრაინის პრეზიდენტს დიქტატორს არ უწოდებდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თეთრ სახლში ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვანსთან დაძაბული შეხვედრის შემდეგ, ტელეკომპანია FOX-ის ეთერში ისაუბრა.

„გაგვიჭირდება თქვენი დახმარების გარეშე. თქვენი ხალხი ჩვენს ხალხს გადარჩენაში ეხმარება. ამიტომ ვართ აქ. ვწუხვარ იმ კამათის გამო [რაც თეთრ სახლში მოხდა]“, — თქვა ზელენსკიმ.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...