Jump to content
Planeta.Ge

გახარია - სამწუხაროდ, გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერება "ოცნების“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომელიც უნივერსიტეტებზე ავტორიტარული კონტროლის დამყარებას ცდილობს


"ქართველ ახალგაზრდებს ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მორიგი ფასის გადახდა უწევთ. ოცნებამ არ იკმარა თავისუფლების დასაცავად ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების ცემა. რეჟიმი მათ მომავალს და არსებულ შესაძლებლობებს ართმევს. სამწუხაროდ, გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერება "ოცნების“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომელიც უნივერსიტეტებზე ავტორიტარული კონტროლის დამყარებას ცდილობს.
მადლობელი ვართ ჩვენი გერმანელი პარტნიორების მხრიდან ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარების მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. იმედია, ყოველივე ეს დროებითია. მიუხედავად რეჟიმის მცდელობებისა, შეზღუდოს ახალგაზრდები, საქართველოს მომავალი ევროპაშია."


გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.

481466990_1160777205505698_5825339552567318323_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...