დის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 34 წლის ქალი მოკლეს. პოლიციამ ქალის ძმა, 35 წლის კაცი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, "გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.