Jump to content
Planeta.Ge

დიდთოვლობაა იმერეთში — მოქალაქეების თქმით, გზები გაწმენდილი არ არის, არ არის დენი და გაზი


იმერეთში რამდენიმე დღეა, გადაუღებლად თოვს.

გზები გაწმენდილი არ არის, ზოგიერთ სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია და გაზი.

იმერეთში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად შექმნილი მოხალისეობრივ FB ჯგუფში „იმერეთის დასახმარებლად” მოქალაქეები წერენ, რომ ვითარება მძიმეა.

„ვანში არის ძალიან რთული მდგომარეობა, ინფორმაცია არ ვრცელდება რატომღაც. ვანის ჯგუფში იწერება პრობლემებზე, მაგრამ გაზიარების ფუნქცია არ აქვს პოსტებს. ვანელების ჯგუფი – ასე ჰქვია და იქნებ შეძლოთ დახმარება. მე რაც წავიკითხე რთული მდგომარეობაა: სულორში, უხუთში, ძულუხში, გაღმავანში, ფერეთაში (მოსახლეობა მოწყვეტილია ყველაფერს), ინაშაურში, საპრასიაში, ყუმურში( ყველაზე რთული მდგომარეობა მგონი აქაა)”. – დაწერა ეთო ხურციძემ.

„სოფელი დიხაშხოც. ვანის თითქმის არც ერთი სოფელი არაა გაწმენდილი. საშინელი სიტუაციაა ყველგან”. – დაწერა ხატია შალამბერიძემ.

„გთხოვთ, თუ გაქვთ რაიმე ახალი ინფორმაცია სოფელ გორმაღლის შესახებ, დატოვეთ შეტყობინება. როგორც ვიცი, გზა ბერძნის წყარომდეა გაწმენდილი, სოფელში კი ტექნიკა ჯერ არ შესულა, რადგან თოვლი ორი მეტრია, სოფელს არ აქვს დენი და გაზი”.- წერს ნინო მუმლაძე.

„ვანი, სოფელი ყუმური, მაღალი თოვლი, გასაწმენდი გზა, მოსახლეობას არ აქვს შუქი, არც გაზი, ბაბუა გარდაცვლილი სახლში გვყავს და ვერც მაცივარს ვურთავთ უშუქობით, ვერც ვასაფლავებთ”. – თამთა გოგიბერიძე.

ვანის მაღალმთიან სოფლებში დასახმარებლად ასვლას გეგმავს მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი „თეთნულდი”. კლუბის წარმომადგენლის, არჩილ გეგენავას თქმით, მათ „ნანუკას ფონდი” დაეხმარა, საღამოს მიეწოდებათ ტექნიკური აღჭურვილობა და 8-10 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ადგილზე ჩავა.

ვანის მერია აცხადებს, რომ „დიდთოვლობისა და ინტენსიური თოვის გამო შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს”.

დიდთოვლობამ პრობლემები ასევე შექმნა ხარაგაულში, ბაღდათსა და ზესტაფონში.

„ბაღდათში, წითელხევში არის მძიმე მდგომარეობა, როგორც ადგილობრივები წერენგზა საერთოდ არ გაწმენდილა, არ აქვთ ელექტროენერგია და ეწურებათ საკვები”. – წერს ანა თავხელიძე.

„ხარაგაულის რაიონი სოფელი ლეღვანი, აღარც წყალი აქვთ და აღარც დენი! გაზი არც არასოდეს ჰქონიათ! გზაც ისედაც აღარ ჰქონდათროგოეცვე თოვა დაიწყო, გარეთ ვეღარ იხედებიან დაფარა კარფანჯრები თოვლმა! ტელეფონის ბატარიებიც ჯდება”. – წერს ნატა შარიქაძე.

ბაღდათში უკვე მუშაობენ მოხალისეები.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...