ელჩის ცნობით, გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას აჩერებს
გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას ყინავს. ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ ეს შეეხებათ სტუდენტებს, ასევე, ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობას.
„გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ შეაჩერა საქართველო-გერმანიის სამეცნიერო თანამშრომლობის, მათ შორის სტუდენტების მობილობის, კვლევებისა და საქართველო EU-ის პროგრამებში მონაწილეობის განახლება – ამის მიზეზია აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერება.
ქართველებმა, რომლებსაც გერმანიის უნივერსიტეტებში უსწავლიათ – განსაკუთრებით გერმანული სტიპენდიებით – იციან, ეს დანაკარგი”, – წერს გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი.
27 ნოემბერს ფიშერმა, ასევე, გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ბაზრიდან გავიდა „ჰაიდელბერგ ცემენტი”.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.