Jump to content
Planeta.Ge

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ერთი ადამიანი გაყინული იპოვეს


ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, ერთი ადამიანი გაყინული იპოვეს. ინფორმაციას „პუბლიკას“ ქობულეთის მერიის პრესსამსახურში უდასტურებენ.

მათივე ინფორმაციით, დაახლოებით 50 წლამდე ასაკის კაცი სახლის ჭიშკართან იპოვა მეზობელმა. რატომ იყო ზამთარში კაცი გარეთ, უწყებას ინფორმაცია არ აქვს.

პრესსამსახურში ამბობენ, რომ თოვლის საფარი სოფელში მაღალია, გაწმენდილია ცენტრამდე გზა, თუმცა შიდასასოფლო გზები გასაწმენდია.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...