„სიენენის“ ცნობით, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა და პრეზიდენტსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა,- ამის შესახებ „სიენენი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ბერნსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ომის ფონზე აშშ-ის ერთგულება უკრაინის მხარდაჭერის მიმართ.
„სიენენის“ წყაროებს დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებიათ. მათივე განცხადებით, მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ომის დაწყების შემდეგ ახლა ყველაზე მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული მხარე ოფიციალურ განცხადებებში ამბობს, რომ ისინი ვერ ხედავენ რუსეთის ნაბიჯებს ბირთვულ მზადებასთან დაკავშირებით.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.