Jump to content
Planeta.Ge

იმერეთის გუბერნატორი: ჩაკეტილია 42 სოფლის გზა, ელექტროენერგია არ მიეწოდება 28 870 აბონენტს


ფოტო: გზების დეპარტამენტი

იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის ინფორმაციით, იმერეთში ჩაკეტილია 42 სოფლის გზა, ელექტროენერგია არ მიეწოდება 28 870 აბონენტს.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე 109 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები, გზებზე ტექნიკური მარილს ყრიან და იწმინდება საფეხმავლო ბილიკები.

„ინტენსიური თოვის გამო მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში სკოლებში და ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ჩაკეტილია 42 სოფლის გზა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს რიცხვი შემცირდეს.

ელექტროენერგია არ მიეწოდება 28 870 აბონენტს, ამ მიმართულებითაც მუშაობს სპეცჯგუფები, რათა დროულად აღდგეს მიწოდება“, – განაცხადა ლევან ზალკალიანმა.

მის კომენტარს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...