Jump to content
Planeta.Ge

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერი - ვერ ვხედავთ საქართველოდან პოზიტიურ ამბებს და ჩვენი ელჩის მიმართ ბოლო უსაფუძვლო ბრალდებები ამას ადასტურებს - ელჩს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს


ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოდან პოზიტიურ ამბებს და ჩვენი ელჩის მიმართ ბოლო უსაფუძვლო ბრალდებები მხოლოდ ამ ფაქტს ადასტურებს. რა თქმა უნდა, ჩვენს ელჩს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში, „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა.

„ამ დროისთვის ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოდან პოზიტიურ ამბებს და ჩვენი ელჩის მიმართ ბოლო უსაფუძვლო ბრალდებები მხოლოდ ამ ფაქტს ადასტურებს. რა თქმა უნდა, ჩვენს ელჩს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა და რაც შეეხება მმართველ პარტიას და რასაც ჩვენ იქ ვხედავთ გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ მუდმივი დემოკრატიული უკუსვლა, ჩვენ ვნახეთ მუდმივი დაშინება, მუქარა მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების და, ძირითადად ყველას მიმართ, ვინც საუბრობს თავისუფლებისა და დემოკრატიაზე“, - განაცხადა მან.

ანიტა ჰიპერის თქმით, ევროკავშირი იმ ქართველების გვერდით დგას, ვინც საერთო ღირებულებებისთვის იბრძვის.

„თითოეულ ქართველს, ვინც ღირებულებებისთვის იბრძვის, ევროკავშირი თქვენთანაა და ამიტომაც ჩვენ არ მხოლოდ მკაცრად ვგმოთ დაშინებისა და რეპრესიების ყველა ტაქტიკას, არამედ მივიღეთ შემდგომი ქმედებები. იქნება ეს ყველა პოლიტიკური კონტაქტის შემცირება და ფინანსური მხარდაჭერის გაყინვა ხელისუფლების მიმართ და ამის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისკენ მიმართვა, ასევე დიპლომატებისთვის მოგზაურობის შეზღუდვა”, - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...