Jump to content
Planeta.Ge

93 მომხრე 18 წინააღმდეგი | გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო უკრაინისა და ევროპის ქვეყნების მიერ ინიციირებული რეზოლუცია, რომელიც უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 93-მა ქვეყანა, 18 წინააღმდეგ წავიდა, 65-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან. აშშ-მა და რუსეთმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, საქართველო კენჭისყრაზე არ გამოცხადდა.

publika.ge-gkkrzduauaaujqr-scaled.jpg

ტექსტში ნათქვამია, რომ რეზოლუცია „იმეორებს მიმდინარე წელს ომის დასრულებისა და დიპლომატიური ძალისხმევების გაორმაგების გადაუდებელ აუცილებლობას, რათა შემცირდეს შემდგომი ესკალაციის რისკები და მიღწეულ იქნას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინაში”. ტექსტი ასევე მოითხოვს, რუსეთის ჯარმა დატოვოს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია და შეაჩეროს მტრული მოქმედება.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე არ დამტკიცდა ალტერნატიული, აშშ-ის რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი დადანაშაულებული არაა, ის „ითხოვს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას“ და მწუხარებას გამოთქვამს „სიცოცხლის ტრაგიკული დანაკარგებისთვის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“. ის მხოლოდ ცვლილებების შეტანის შემდეგ მიიღეს – დოკუმენტს დაემატა მკაფიო ფორმულირებები, რომ რუსეთი გაეროს ქარტიის დარღვევით შეიჭრა მის უფრო მცირე მეზობელ ქვეყანაში.

ასევე შეიტანეს ცვლილება იმის შესახებ, რომ რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს გაერო-ს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

აშშ-ის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მხარი 93-მა წევრმა სახელმწიფო დაუჭირა, 73-მა თავი შეიკავა, ხოლო 8-მ ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

რეზოლუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ აშშ-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ასევე თავი შეიკავა საქართველომაც.

 

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...