Jump to content
Planeta.Ge

თავდასხმასთან დაკავშირებით გახარიას ადვოკატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა


„გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ გიორგი გახარიას ადვოკატმა ოფიციალურად მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მოითხოვა თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება.

პარტია მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლზე, რაც დევნას გულისხმობს.

„გუშინ გიორგი გახარიას ადვოკატმა განცხადებით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გიორგი გახარიაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. ეს არის ბათუმში ბიძინა ივანიშვილის შეკვეთით გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმის გაგრძელება. კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, [ადგილი აქვს] ივანიშვილის მხრიდან გიორგი გახარიას პოლიტიკურ დევნას“, – თქვა „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ.

17 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას გიორგი გახარიას და გერმანიის ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის აეროპორტში უცნობმა პირებმა კვერცხები ესროლეს.

 

 

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...