ნიდერლანდების ელჩი - შოკისმომგვრელია სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა - მსგავსი კრიმინალური ქმედებები სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული
შოკისმომგვრელია სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა, - ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, მსგავსი „კრიმინალური ქმედებები“ სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული.
“შოკისმომგვრელია პოლიტიკური აქტორების სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა. მსგავსი კრიმინალური ქმედებები სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული. არავითარი დაუსჯელობა დამნაშავეებს,” - წერს არაკელიანი.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.