Jump to content
Planeta.Ge

დააკავეს კაცი, რომელიც ბავშვის მოტყუებითა და მუქარით, ბინაში შეღწევას ცდილობდა


შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 1996 წელს დაბადებული კაცი, რომელიც, გამოძიების ვერსიით, ცდილობდა ბავშვის მოტყუებითა და მუქარით მის ბინაში შესულიყო. მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, იძულებული გაეხადა არასრულწლოვანი, მისთვის ბინის კარი გაეღო", - აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.

გამოძიების ვერსიით, ბავშვმა კაცს უთხრა, რომ პოლიციის გამოძახებას აპირებდა, რის შემდეგაც დამნაშავე მიიმალა. ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...