Jump to content
Planeta.Ge

გახარია: „მანდატებს ვინარჩუნებ, რათა პოლიტიკურ ცხოვრებაში მქონდეს დამოუკიდებლობა“


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ინარჩუნებს საპარლამენტო მანდატებს პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.

როგორც გახარიამ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში აღნიშნა, მისი მიზანია, მიიღოს იმ ფინანსური მხარდაჭერის ნაწილი, რომელიც მოქალაქეებმა მის პარტიას არჩევნების გზით მიანიჭეს და არ გახდეს დამოკიდებული კერძო ფინანსურ ჯგუფებზე.

„ჩვენ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ. მე ამ მანდატებს იმისთვის ვინარჩუნებ, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მქონდეს დამოუკიდებლობა. რათა ის, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა მოგვანიჭეს, იმის ნაწილი მაინც, დაფინანსების სახით მივიღოთ. რათა არ ვიყო დამოკიდებული სხვადასხვა ბანკირზე, ფინანსურ ჯგუფებზე, მათ ტელევიზიებზე. ჩემთვის ეს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია, მე ამით ვემზადები შემდგომი ბრძოლებისთვის.“ – განაცხადა გახარიამ.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...