ნიღბიანებმა „ტვ პირველის" ოპერატორი მანქანაში ჩასვეს და გაიტაცეს
რამდენიმე წუთის წინ, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის დაღმართი) ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ტანსაცმლიანმა, ნიღბიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გაიტაცეს.
ამის ამსახველი კადრები რამდენიმე მოქალაქემ გადაიღო და ფეისბუქზე გაავრცელა.
კადრებში ჩანს როგორ აკავებენ ოპერატორს. ისინი ამბობენ რომ პოლიციელები არიან, თუმცა ამის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ გააჩნიათ.
„ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფელი. – შს სამინსიტრო კავშირზე არ გამოდის. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს ტვ პირველის ოპერატორი”. – წერს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე.
პუბლიკა ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდეს, თუმცა პრესსამსახურში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
განახლება: შსს-ში აცხადებენ, რომ ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.