Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენა გადაიდო


დღეს, 27 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადაიდო სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა. პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ კანდიდატების მოსმენის გრაფიკი დაზუსტდება და შესაბამისად ინფორმაციასაც გაავრცელებენ.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ხახუბია. ის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა 25 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 19 კანდიდატიდან 7-ს მოუსმინა.

აქამდე არსებული განრიგით, კანდიდატებთან გასაუბრება 29 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო. ამავე დღეს იყო დაგეგმილი კენჭისყრა.

სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...