Jump to content
Planeta.Ge

პეტერ ფიშერი - სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ - ორ დღეში მეორე თავდასხმა მგზავრებზე მოფრენის დარბაზში - ეს ადგილი უსაფრთხოა?


სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. ორ დღეში მეორე თავდასხმა მგზავრებზე მოფრენის დარბაზში, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ელჩი TAV-ს მიმართავს შეკითხვით, არის თუ არა თბილისის აეროპორტი უსაფრთხო.

„ეს ადგილი უსაფრთხოა? იქნება შედეგები?“ - წერს ელჩი.

შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეს.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...