Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - მადლობა მზია ამაღლობელს სწორი გადაწყვეტილებისთვის! - გამოჯანმრთელებასა და თავისუფლებას ვუსურვებ


პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა მზია ამაღლობელს სწორი გადაწყვეტილებისთვის!

გამოჯანმრთელებასა და თავისუფლებას ვუსურვებ“, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...