Jump to content
Planeta.Ge

სოფო ხორგუანი - ახალგაზრდა ბიჭს ჩაავლეს ხელი და გაიტაცეს... ვცადე მისი გადარჩენა, მაგრამ ვერ მოვახერხე, შემდეგ უკნიდან მკრა ვიღაცამ ხელი და წავიქეცი - გაბრაზებაც ვერ მოვასწარი, გაოგნებული დავრჩი


 

 

 

 

"ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში და რეალობაში, სადაც 44 წლის ზამირ კვეკვესკირმა თავი დაიწვა, 24-ე დღეა მზია ამაღლობელი შიმშილობს, მე-19 დღეა თემურ ქამათაძე შიმშილობს, მე 6 დღეა დმანისში ლაშა ჩხვიმიანი შიმშილობს. ხვალ ბევრნი უნდა ჩავიდეთ დმანისში და გვერდით დავუდგეთ ლაშას, რათა შიმშილობა შეწყვიტოს. დღევანდელ დღეს რაც შეეხება, ეს იყო უპრეცედენტოდ მშვიდობიანი აქცია. ტროტუარზე გადავადგილდებოდით, როგორც პოლიციას შევუთანხმდით, შემდეგ გვითხრეს, რომ მეორე მხარეს გადავსულიყავით. თითქოს არაფერი ხდებოდა. თავიდან კორექტულად იქცეოდნენ, მაგრამ რაღაც მომენტში ახალგაზრდა ბიჭს ჩაავლეს ხელი და გაიტაცეს. ვცადე მისი გადარჩენა, მაგრამ ვერ მოვახერხე. შემდეგ უკნიდან მკრა ვიღაცამ ხელი და წავიქეცი, მუხლი მაქვს გადაყვლეფილი. ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო რაც მოხდა. გაბრაზებაც ვერ მოვასწარი, გაოგნებული დავრჩი. შეშინებულები არიან - ქურდს ქუდი ეწვის. ძალადობის მაპროვოცირებული არც ერთი ფაქტი არ მომხდარა. "ოცნების" ნებისმიერი ნაბიჯი უკვე მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. "ოცნება" ძირითადად 2 ბოძზე იდგა, რომელიც გამოეცალათ - ჩვენ მოძალადეები არ ვართ და მეორე მინიმალური სტაბილურობის უზრუნველყოფა."


სოფო ხორგუანი, უფლებადამცველი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...