„თბილისი მოლთან“ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 31 ადამიანი დააკავა
„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 31 ადამიანი დააკავა. ამ დროისთვის, სისხლის სამართლის წესით დაკავებული არავინაა.
უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისი მოლთან საპროტესტო აქცია/მსვლელობის დროს რამდენჯერმე იყო შეხლა-შემოხლა პოლიციასა და აქციის მშვიდობიან მონაწილეებს შორის. პოლიციამ აგინა და სცემა აქციის მონაწილეებს. „ტვ პირველმა“ გაავრცელა კადრები, როგორ უსწორდება გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი დაკავებულ მოქალაქეს. რამდენიმე დაკავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
პოლიცია მუშაობაში ხელს უშლიდა ჟურნალისტებსაც. აქციაზე დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი, ნიკო კოკაია.
საქართველოს მთავრობამ 31 იანვარს გამოსცა დადგენილება, რომლითაც სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა და მისი გადაკეტვა აიკრძალა. ამ მუხლის დარღვევა პატიმრობას ითვალისწინებს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.