ავტომაგისტრალების გადაკეტვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება – „ოცნების“ მთავრობის ახალი დადგენილება
მას შემდეგ, რაც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად თბილისის შემოსასვლელის გადაკეტვა დააანონსეს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო და „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების“ გადაკეტვაც კრიმინალად აქცია.
2025 წლის 31 იანვარს „ოცნების“ მთავრობამ ახალი დადგენილებით „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაამატა.
რომელი გზაა საქართველოში „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა“? – ამ გზების კონკრეტულ ჩამონათვალში ნახავთ: „თბილისის შემოსავლელი“.
„სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება ან ბლოკირება“ სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთ წლამდე, ასევე თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით. ამ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა კი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
„ქართულმა ოცნებამ გუშინ ცვლილებები შეიტანა მთავრობის დადგენილებაში და სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაემატა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები. შესაბამისად, ახლა უკვე სისხლის სამართლის წესით დაისჯება ასეთი ობიექტების ბლოკირება. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ მოახდინა ავტობანებზე შეკრება-მანიფესტაციების კრიმინალიზება.
ეს ცვლილებები ჩემთვის ორ რამეს აჩვენებს:
ა) მთავრობას ეშინია პროტესტის, აქტივისტური ჯგუფების და ამ შიშის გამო, მზადაა ავტორიტარიზმის ყველა ნიშან-თვისება დააკანონოს;
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.