საია: „მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა საჭირო პროცედურა“
„სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის საჭირო პროცედურა, რომელიც მისი ანამნეზით, ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მაჩვენებლების, და სრული შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს, რათა თავიდან იყოს არიდებული მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გაუარესება და ჯანმრთელობის დამაზიანებელი შეუქცევადი პროცესები,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, პირველ თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადვოკატებს დაგვიანებით გადაეცათ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ სრული სამედიცინო დოკუმენტაცია.
საიამ უკვე გაუგზავნა კორესპოდენცია სპეციალურ პენიტენცურ სამსახურის გენერალურ დირექტორს და N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორის სახელზე.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭ####ტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან უკვე 21 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ბათუმელები
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.